ირაკლი კობახიძე - ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა, მანამდე ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეღირსებიან და პასუხიც გაეცემათ კანონის ფარგლებში საბოტაჟზე

ვიდრე არ მოიტანენ რაიმე მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა ამ ქვეყანაში, მანამდე ვერც იმას ეღირსებიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ტიპის საბოტაჟზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პლებისციტს ხელზე დახვეულ მანიპულაციად აფასებს და მოუწოდებს ოპოზიციას, „გამოვიდნენ საბოტაჟის და სპეკულაციის რეჟიმიდან“.

„არჩევნები თუ არ გაყალბებულა, რა რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი? ჩვენ ამიტომ შევთავაზეთ ოპოზიციას გადაამოწმონ არჩევნების შედეგები, რისი საშუალება დღესაც არსებობს. თუ დაფიქსირდება გადახრა, ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს.

მაგრამ, ზუსტად იციან, რომ არაფერი გაყალბებულა, ამიტომ ერიდებიან ყველანაირ გადამოწმებას. შესაბამისად, სანამ არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა ამ ქვეყანაში, მანამდე ვერც იმას ეღირსებიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ტიპის საბოტაჟზე.

პლებისციტიც არის ხელზე დახვეული მანიპულაცია. მათ ძალიან კარგად იციან, მათ შორის, სამართლებრივად, რომ პლებისციტები და რეფერნდუმები არ ტარდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო სამართლებრივი არგუმენტი. ყვველაფერი კარგად იციან, მაგრამ სპეკულირებენ. ურჩევნიათ გამოვიდნენ საბოტაჟის და სპეკულაციის რეჟიმიდან. გადავიდნენ იმ რეჟმში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს“,-განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა