აკაკი ბობოხიძე - „გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოვუწოდებ, პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან

პარტიებს ცხოვრება გვირთულდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც ეფექტურად იქნება გამოყენებული მომავალში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, „ქართული ოცნების“ ინიციატივას ოპოზიციური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინასების მოხსნაზე.

აკაკი ბობოხიძე მოუწოდებს „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ არ ისაუბრონ პარლამენტში შესვლაზე.

„პარტიებს ცხოვრება გვირთულდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც ეფექტურად იქნება გამოყენებული მომავალში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არ ველოდები, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული რომელიმე პარტიის გადაწყვეტილება.

თუ რომელიმე პარტია მაინც გადაწყვეტს და არიან პიროვნებები, ვინც რჩებიან პარლამენტში და რაც არ უნდა იძახონ ახლა, რომ პარლამენტში არ შედიან, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი არ დგას, პარლამენტიდან გამოსვლის საკითხი დგას. ამიტომ, მე „გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან, რადგან პარლამენტში არიან ყველანი, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უარს აცხადებს მანდატზე, მანამ სანამ მანდატებს არ მოხსნის „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბობოხიძემ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა