რუსეთმა ორი კოლუმბიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი კოლუმბიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კოლუმბიის მიერ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მიიღეს.

„კოლუმბიის ელჩს ეცნობა, რომ ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით, რუსული მხარე კოლუმბიის დიპლომატიური მისიის ორ თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად აცხადებს”, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთში კოლუმბიის ელჩი ალფონსო პედრო ლაზარო ლოპეს კაბალიერო კოლუმბიიდან ორი რუსი დიპლომატის „უსაფუძვლო“ გაძევების გამო, პროტესტის ნიშნად, საგარეო უწყებაში დაიბარეს.

კოლუმბიის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ ორი რუსი დიპლომატი, რომლებმაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია დაარღვიეს, ქვეყნიდან გააძევეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიპლომატები, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვიდეო:რუსეთმა ორი კოლუმბიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს