გიგი წერეთელი დაფინასების შეწყვეტის საკითხზე - ტესტი სწორედ ის არის, თუ როდის და რა მომენტში ხდება, ეს ყველასთავის აღიქმება როგორც შურისძიების აქტი ოპოზიციის მიმართ

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება, საბიუჯეტო დაფინასების იმ პარტიებისათვის შეწყვეტაზე, ვინც საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადა.

წერეთელის თქმით, საბიუჯეტო დაფინანსების და ამ სისტემის მოდერნიზება დებატების საგანია, თუმცა კონკრეტულ კონტექსტში, ამას აქვს მხოლოდ ერთი აღქმა, რომ ეს არის შურისძიების აქტი ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, ვინც უარი განაცხადა არჩევნების შემდეგ ადგილი დაეკავებინა პარლამენტში.

„პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, აღქმა არის ერთი, რომ ეს არის პრაქტიკულად სადამსჯელო ღონისძიება ამ კონკრეტულ კონტექსტში, იმ მომენტში, როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და ახლა დაიწყო საუბარი ამ ცვლილებებზე. თავისთავად, სისტემის მოდერნიზება რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს შეიძლება იყოს დებატების საგანი ზოგადად, მაგრამ ტესტი სწორედ ეს არის, თუ როდის ხდება და რა მომენტში ხდება, ის, რომ ვენეციის კომისიას ეს გაეგზავნა, ეს ერთი საკითხია, ამაში რა თქმა უნდა, ცუდს ვერაფერ ვერ ვხედავ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დებატების ნაწილი სამომავლოდ, თუ როგორ უნდა მოეწყოს სისტემა, თუკი იქნება გათვალისწინებული მსგავსი პრეცენდენტები. ახლა, ეს ყველასთავის აღიქმება როგორც შურისძიების აქტი ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, ვინც უარი განაცხადა არჩევნების შემდეგ დაეკავებინა ადგილი პარლამენტში,“ - განაცხადა წერეთელმა, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა