ირაკლი კობახიძე აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე - არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს პასიურობის ბოროტად გამოყენება - რაღაც ეტაპზე სახელმწიფო პასიური იყო

არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს პასიურობის ბოროტად გამოყენება - სამწუხაროდ, რაღაც ეტაპზე სახელმწიფო პასიური იყო, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლების მორიგი დემონტაჟის ფაქტს.

კობახიძის შეფასებით, საჭირო იყო კანონის აღსრულება.

„კანონის აღსრულება დაიწყო და კანონის აღსრულება გრძელდება. რაც შეეხება ამ ფაქტის ახალ წელთან დაკავშირებას, როგორც მოგეხსენებათ სახლები ცარიელია და მათ დემონტაჟს ახალ წელთან არავითარი კავშირი არა აქვს. გახსოვთ ბათუმში, როდესაც სახელმწიფო პასიური იყო, უზარმაზარი პრობლემა გაჩნდა და ამ ქალაქში ცალკე ქალაქი წამოიქმნა. თუკი სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მყისიერი არ იქნება და კანონის მიმართ იქნება უპატივცემულობა, სახელმწიფო თავის სახეს დაკარგავს. ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფოს სახე ჰქონდეს შენარჩუნებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს