ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე, 35 კუბური მეტრი ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტი, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

ზაალ ანჯაფარიძე - სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, საკმაოდ მყიფეა - სახელმწიფოს რესურსები ულევი არ არის და ამიტომ  ხელისუფლება  ცდილობს,  თავი დაიზღვიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას სთავაზობს
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა