ზურაბ ქიტოშვილი - გამოწვევების მიუხედავად, კოვიდ პაციენტების მკურნალობასთან ერთად, სხვა სამედიცინო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებაც შევძელით

რეგიონული სამედიცინო ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, COVID-19-თან ბრძოლისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, კლინიკებში მოსახლეობისათვის საჭირო ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება გრძელდება.

„ზოგიერთ ლოკაციაზე „ჯეო ჰოსპიტალსი“ სამედიცინო მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელია, შესაბამისად, კლინიკების COVID-19-თან ბრძოლისთვის გადაწყობასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისთვის ბაზისურ სამედიცინო სერვისებზე წვდომის სრულად შენარჩუნება და ამ მიზნით, აღნიშნულ კლინიკებში „მწვანე ზონების“ გამოყოფა, რათა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისით სარგებლობისას არ ჰქონოდა რაიმე სახის შეფერხება ან რისკი“, - აღნიშნა ზურაბ ქიტოშვილმა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის განმარტებით, სამედიცინო ქსელი აღიჭურვა ჟანგბადის ქარხნებით, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით კი ტელემედიცინის პრაქტიკა დაინერგა. შედეგად, პაციენტები ექიმებისგან კვალიფიციურ მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში იღებენ.

ამასთან, კლინიკების ქსელმა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა ის სამედიცინო პერსონალი, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენდა და ჩართო ისინი ტელემედიცინისა და სხვა სერვისების მიწოდებაში, რის ხარჯზეც საკადრო რესურსების სრულად შენარჩუნება მოახერხა.

„ჩვენ გაზაფხულიდანვე დავიწყეთ ქსელის ადაპტირება, რათა კლინიკები მაქსიმალურად მორგებოდა ყველა იმ მოთხოვნას, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს კანონმდებლობა უყენებს სამედიცინო დაწესებულებებს. „ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ადამიანური რესურსები საკმარისი გვაქვს, თუ მოვახდენთ მათ სწორ და ეფექტურ გადანაწილებას. საკადრო რესურსების მობილიზაცია არ არის მიმართული პრობლემის მხოლოდ ერთჯერადი აღმოფხვრისაკენ, არამედ ამ ყველაფერს ვუყურებთ გრძელვადიანი პერსპექტივის კუთხით, რათა ადამიანური რესურსის სწორი გადანაწილების ფონზე გამართული და მძლავრი ქსელი ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში კადრების დეფიციტია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ რესურსი მაინც არსებობს, განსაკუთრებით, ჩვენთვის, რადგან ბევრ რეგიონში ვართ წარმოდგენილი და მისი უფრო ეფექტური გადანაწლების ხარჯზე, შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას“, - განმარტა ზურაბ ქიტოშვილმა

მისივე განცხადებით, ქსელში, უფრო მეტად კი ცენტრალურ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის გაძლიერება, განახლება, განვითარება და მასშტაბის გაზრდა იგეგმება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და კიდევ უფრო ეფექტური მართვა.

როგორც ზურაბ ქიტოშვილმა აღნიშნა, საგარეჯოში PCR ლაბორატორია იხსნება, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ რეგიონის მცხოვრებლებსაც გაუწევს მომსახურებას.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს 5 რეგიონშია წარმოდგენილი. ზურაბ ქიტოშვილის თქმით, რეგიონული მასშტაბით საწოლფონდის მობილიზების ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება და თუ საჭირო გახდება, ქსელი დამატებითი რესურსის გამოყოფას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის საწოლფონდის გაზრდა ქვემო ქართლის კიდევ ორ კლინიკაშია დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა