ისრაელის დახმარებით საქართველო საგანგებო სამედიცინო ღონისძიებების განსახორციელებლად სპეციალურ კარავს შეიძენს

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ისრაელის შემოწირულობით მოხდება სპეციალურად აღჭურვილი კარვის შეძენა, რომელიც საქართველოს რეგიონულ დასახლებებში გამოყენებულ იქნება საგანგებო სამედიცინო ღონისძიებების განსახორციელებლად.

განცხადების თანახმად, ისრაელ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გრძელდება.

„მოხარული ვართ გაცნობოთ Mashav-ის მიერ (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის (WHO Georgia) მხარდაჭერის შესახებ. ისრაელის შემოწირულობით მოხდება სპეციალურად აღჭურვილი კარვის შეძენა, რომელიც საქართველოს რეგიონულ დასახლებებში გამოყენებულ იქნება საგანგებო სამედიცინო ღონისძიებების განსახორციელებლად (დროებითი იზოლაცია, გამოკვლევა, პაციენტების ე.წ. ტრიაჟი - სიმძიმის ხარისხის იდენტიფიცირება შემდგომი კლასიფიკაციის მიზნით). ეს გახლავთ ისრაელ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, იმ მრავალ პროექტთან და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც აქამდე განხორციელდა, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და ჰაიტექ სფეროში ახალგაზრდა ანტერპრენერებთან თანამშრომლობით: NCDC - ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯამში ნახევარი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა (მათ შორის წყალგაუმტარი კომბინიზონები, სპეციალური სამოსი, სახის დამცავი ფარი, სხვადასხვა სახ ბინიღბეეობის და ა.შ.). ამასთან MASHAV-მა შექმნა ისრაელის წამყვანი სპეციალისტების საკონსულტაციო გუნდი, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციების ფორმატში უწევდნენ კვალიფიციურ მხარდაჭერას სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის ამ კონფერენციებში ჩართული იქნვნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადების თანახმად, GRCS - ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას (GRCS) პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

„დახმარება გამოყენებულ იქნა შემდეგი მიზნებისთვის: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 600 მოწყვლადი ოჯახისათვის საკვები და ჰიგიენური პროდუქტების დარიგება; შესაბამის მუნიციპალიტეტებში მასობრივი ტესტირების ხელშეწყობა; GRCS-ის სასწავლო პლატფორმიდან მოხალისეებისათვის Covid-19-ისა და უსაფრთხოების ზომებზე ონლაინ ტრენინგების ჩატარება; პერსონალური დამცავი აღჭურვილობის დარიგება მოხალისეებისთვის. თანამშრომლობა ჰაიტექ სფეროში ბიზნესის პანდემიასთან ადაპტირების მხარდასაჭერად: Mashav-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ქართველმა ანტერპრენერმა შექმნა ინოვაციური ჰაიტექ პროდუქტი, რომელიც გაუმარტივებს ბიზნესს Covid-19 პირობებში ოპერირებას და ამასთან არ საჭიროებს დიდ ფინანსურ დანახარჯებს. პროდუქტის სახელია Termial-ი. ეს გახლავთ სიცხის გაზომვის მოწყობილობა, რომელიც ამავდროულად ხალხის ნაკადის მოძრაობაზე მნიშვნელოვან ანალიტიკურ ინფორმაციას გვაწვდის. მისი ინოვაციურობა იმალება ტექნოლოგიაში, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი გამოთვლითი ოპერაციების ჩატარებას დაბალ ფასად, რაც საბოლოო ჯამში რამდენჯერმე ამცირებს კამერის ფასს. პროექტის გუნდი გეგმავს ამ კამერის ყოველთვიურ სერვისად გაყიდვას, რაც ნიშნავს იმას რომ დამკვეთს არ მოუწევს წინასწარი CapEx ინვესტიციის გაკეთება მოწყობილობებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა