აშშ-მ ბელარუსის მიმართ სასანქციო სია გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბელარუსის მიმართ სასანქციო სია გააფართოვა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქციები შეეხებათ ერთ ფიზიკურ პირს და ოთხ დაწესებულებას.

სანქციების მიზეზად 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში წვლილის შეტანა და დემოკრატიის მომხრე მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი დარბევა სახელდება.

კონკრეტულად კი სასანქციო სიაში მოხვდა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მინსკის „ომონი“ ანუ სპეციალური დანიშნულების პოლიციის განყოფილება, მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის მთავარი შინაგან საქმეთა სამმართველო, ბელორუსის კგბ-ს ანტი-ტერორისტული ქვედანაყოფი "ალფა" და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და კრიმინალური პოლიციის უფროსი გენადი კაზაკევიჩი.

გავრცელებული განცხადების თანახმად, შესაბამისი სანქციები ითვალისწინებს ამ პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში ან ამერიკის მოქალაქეების კონტროლის ქვეშ არსებული ქონებრივი აქტივების გაყინვას. აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ სანქციების სიაში მოხვედრილ პირებთან ან ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სანქციები აქამდეც გამოსცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო