გიორგი ვაშაძე - თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა - რევოლუციის მთავარი მომწყობი ხელისუფლებაა და არა ოპოზიცია

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა. მე ვფიქრობ, რომ ანბანიც კი არ იცის, როდის ხდება და რა პირობებში შეიძლება მოხდეს რევოლუცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციას არ შეუძლია რევოლუციის მოწყობა.

მისივე თქმით, რევოლუციის წყარო ყოველთვის არის ქვეყნის ხელისუფლება.

„მე საერთოდ აბსურდი მგონია, რომ ვინმე რევოლუციას გეგმავდეს. ეს ვერ მოხდება. რევოლუცია ასე არ ხდება ქვეყანაში, რომ ვიღაცამ დაგეგმა რევოლუცია და მერე ამის რეალიზება მოახდინა ნაბიჯ-ნაბიჯ. ქვეყნებში რევოლუციები ხდება სპონტანურად და მერე შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ამიტომ, ცრუ დილემებს ნუ დავიყენებთ ჩვენ, რომ ვიღაც რევოლუციას გეგმავს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა. მე ვფიქრობ, რომ ანბანიც კი არ იცის, როდის ხდება და რა პირობებში შეიძლება მოხდეს რევოლუცია. არც არავინ მომიყვეს, რომ 2003 წლის რევოლუცია ვინმეს დაგეგმილი იყო და იმიტომ განხორციელდა. ამ ცრუ დილემებს და ცრუ წარმოდგენებს ნუ შეიქმნის ნურავინ. ეს არის აბსურდი და ფარსი. ეს არის ცრუ საქმე. სისულელეა ამაზე ტვინის დაღლა და კონცენტრაცია. ტვინი უნდა იყოს გადართული საქმის კეთებაზე, სტრატეგიული ნაბიჯების სწორ გადადგმაზე, სამოქმედო გეგმის რეალიზებაზე. როგორც წესი, რევოლუციის მთავარი მომწყობი არის ხელისუფლება და არა ოპოზიცია. ოპოზიცია ვერ ახდენს რევოლუციას. თუ გინდათ დიდი საბჭოთა რევოლუციიდან დავიწყოთ ანალიზი, როგორ მოხდა რანაირად მოხდა. იქ ყირგიზეთზე საუბარი, რომ აუ იქ ასე მოხდა... არასწორია ეს. ასე არ ხდება. არც ის თქვას, ვინმემ, რომ უკრაინაში „მაიდანზე“ რომ მოხდა რევოლუცია, ეს დაგეგმილი იყო და ასე მოხდა. არ ხდება ესე. რევოლუციები ასე არ ხდება და ამ ცრუ დილემას ნურც საზოგადოებას ნუ დავუსახავთ და ნურც ხელისუფლებას ნუ მივცემთ ამ ცრუ დილემით მანიპულაციის შესაძლებლობებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს