„საქართველოს რკინიგზა“ - 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება - სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს