ისრაელში კორონავირუსის ახალი მუტაციის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში კორონავირუსის ახალი მუტაციის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევები გაერთიანებული სამეფოდან ბოლო დღეებში დაბრუნებულ მგზავრებში დაფიქსირდა. ინფიცირებულები საკუთარ სახლებში, იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან ორი მოზარდია.

ცნობისათვის, ისრაელმა მუტირებული შტამის ქვეყანაში შეღწევის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა. მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიპლომატების გარდა, ისრაელში შესვლის უფლება არ ექნებათ. ისრაელის მოქალაქეები კი ვალდებულები იქნებიან, რომ 48-საათიანი კარანტინი გაიარონ. შეზღუდვები გუშინ ამოქმედდა და ძალაში 10 დღის განმავლობაში იქნება.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს