დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ

პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების, "მონა", „მონა" ფონზე უწევთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" მოძრაობა „საქართველოსთვის" წევრმა ლაშა ხუსკივაძემ განუცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

„სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან. დღეს ამ შენობაში „ცეკა"-ს სხდომა იმართება, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, - განაცხადა ხუსკივაძემ.

იხილეთ ვიდეო: დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა