„თბილისი ენერჯი" ISO-ს სამი სერთიფიკატის მფლობელი გახდა

„თბილისი ენერჯი" ISO-ს სამი სერთიფიკატის მფლობელი გახდა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, "თბილისი ენერჯი" ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ხარისხისა და სტანდარტის საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი სამი მიმართულებით გახდა .

„შრომის უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტი, ხარისხის მენეჯმენტის სისტემები და გარემოს დაცვის სისტემის მენეჯმენტი - დღეიდან "თბილისი ენერჯი" სამივე მათგანის სტანდარტის მფლობელია. (ISO 9001:2015 ; ISO 14001:2015 ; ISO 45001:2018 ) ეს კი ნიშნავს ყველა რგოლის მართვაში დანერგილ სისტემას, დაწყებული ნედლეულის შესყიდვით, საწარმო კონტროლის მექანიზმებით და საფრთხეების კონტროლით. ეს მექანიზმი ითვალისწინებს ხარისხის მუდმივ კონტროლს კომპანიაში, სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას. ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი არის ის გარანტი, რომელიც მომხმარებლის კეთილგანწყობას განაპირობებს. როდესაც კომპანია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ საერთაშორისო მოთხოვნებს, მით უფრო მაღალია მომხმარებლის ნდობა",-აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა