სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს.

ამ წუთებში მასთან ერთად აფენის პოლიციაში გამოკითხვაზეა გამტაცებელი 21 წლის ბიჭიც.

როგორც არასრულწლოვანის მამა აცხადებს, მის შვილს გათხოვება არ უნდოდა, ის იძულებით გაიტაცეს და მოითხოვს დამნაშავის კანონით დასჯას.

„ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში. კარგი მოსწავლეა, არც უფიქრია გათხოვება. დილით ნათესავმა დაინახა, რომ პოლიციაში შეჰყავდათ. მაშინვე წამოვედი და ვნახე, რომ კარგად არის. არ მილაპარაკია, მაგრამ ტირილი დაიწყო, რომ დამინახა. ახლა პოლიცია კითხავს. ვითხოვ გამტაცებლის დასჯას. რატომ გააკეთა ეს? ჩემს შვილს მას ცოლად არ დავუტოვებ“, - ამბობს გოგოს მამა, ისა ალიევი.

გამტაცებლის მამა კი ამბობს, მისი შვილი გუშინ დაუკავშირდა და ოჯახმა მოუწოდა პოლიციას ჩაბარებოდა. მათივე ინფორმაციით, გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.

ცნობისთვის, გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი, რამდენიმე პირმა გაიტაცა.

გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა