რუსეთში კორონავირუსის 29 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 635 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 29 935 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 963 688-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 635 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 53 096-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილი ფატალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან.

რუსეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსისგან 2 370 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა