გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობა დასრულდა

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ზამთრის სეზონისთვის გათვალიწინებული ქმედებების ბოლო ეტაპზე, შემსრულებლის მიერ თუნუქის მყარი სახურავით სრულად დაიფარა მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოსთან შეთანხმებით, სამუშაოები იმავე მეთოდოლოგიით შესრულდა, რომელიც ტაძრის ქვედა რეგისტრების (ეკვდერები, კარიბჭეები, ნართექსი) გადასახურად იყო გამოყენებული.

„დროებითი გადახურვის ღონისძიებებით, სამუშაო სეზონის განახლებამდე, ტაძრის თეორიული რისკის შემცველი ყველა კრიტიკული მონაკვეთის დაცულობა უზრუნველყოფილი გახდა. წყლის ინფილტრაციის შეჩერების მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების კედლის მხატვრობაზე პოზიტიური ზეგავლენა უკვე აისახა ეროვნული სააგენტოს გეგმური მონიტორინგის (3 ოქტომბრისა და 24 ნოემბრის მისიები) ანგარიშებში, სადაც დატენიანებული კედლის მხატვრობის მონაკვეთების გამოშრობის პროცესი აგვისტოს თვიდან ფიქსირდება. სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობაზე 2020 წელს დაწყებული გეგმური მონიტორინგი და მარილის კრისტალური ფენის მექანიკური მოხსნის შესაბამისი ქმედებები სააგენტოს მიერ 2021 წელსაც გაგრძელდება. წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებში მხატვრობის მდგომარეობაზე ზედამხედველობის პროცესი გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის საშუალებითაც წარიმართება, რომლის სენსორები ორივე ტაძრის ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა არეალებზე უკვე დამონტაჟდა. ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებაზე დაკვირვებით, განისაზღვრება მაკროკლიმატის გავლენა მიკროკლიმატზე და მათი შესაძლო ზემოქმედება კედლის მხატვრობის მდომარეობაზე. მომდევნო წლიდან, დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გადახურვებსა და კედლის მხატვრობაზე არსებული პრობლემების სრულფასოვნად შესწავლის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები. ამ ღონისძიებათა განხორციელებამდე შენარჩუნდება გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა. მისი მოხსნისა და წუნდებული კრამიტის ტრადიციული წესით დამზადებული კრამიტით ჩანაცვლების ეტაპობრივი პროცესი გამოსასწორებელი ქმედებები განსაზღვრის პარალელურად წარიმართება“,-აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო