გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში

მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პრობლემა უშლიდა ხელს, თუმცა საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მოახერხა და მიწის საკუთრების და მართვის ნაწილში საკანონმდებლო წესრიგი დაამყარა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად და ჩვენ დღეს შეგვიძლია უფრო თამამად ვიყოთ და ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გახარიას თქმით, სასარგებლო წიაღისეულის ნაწილშიც საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა და ეფექტური პროგრამები იმისთვის, რომ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მაქსიმალურად სწრაფად იყოს ამოქმედებული.

„ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები მაქსიმალურად სწრაფად იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაციის, რომელიც უნდა დამთავრდეს უახლოეს 3 წელიწადში. ძირითადი ამოცანა ამ პროგრამის გახლავთ ის, რომ გარდა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის ნაწილი დასრულდეს გარდა ამისა ეს მიწის რესურსი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ისევე, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ნაწილშიც საჭიროა ბევრად უფრო ეფექტური მიდგომა, ეფექტური პროგრამები იმისთვის, რომ რესურსი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მაქსიმალურად სწრაფად იყოს ამოქმედებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა