მედია - ეთიოპიის სამხედრო ძალებმა მასობრივ მკვლელობაში მონაწილე 42 შეიარაღებული პირი მოკლეს

ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ Fana TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა განაცხადა, რომ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში სამხედრო ძალები განათავსა.

„ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა ძალიან ტრაგიკული ფაქტია, მთავრობამ, პრობლემის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად, საჭირო ძალა განათავსა”, - დაწერა აბი აჰმედმა „ტვიტერში“.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მომხდარ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 5 ადგილობრივი თანამდებობის პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირებმა ეთიოპიაში, ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში, ეთნიკური კონფლიქტის საფუძველზე, რამდენიმე საათის წინ 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა