გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას კაპიტალურ ინფრასტრუქტურაში.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურის ფონდები არის უაღრესად მოძველებული და ეს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის. ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, გზები, ჩვენი შვილების სკოლები, ბაღები და ა.შ. ყველა ეს ფონდები არის ძალიან მოძველებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი. ყველაფერთან ერთა, ეს არის ეკონომიკის ზრდის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით, კრიზისში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან