გიორგი გახარია - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ადამიანური კაპიტალის სწორი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს, გლობალური კონკურენციის პირობებში, მომავალი თაობა აღვჭურვოთ ისეთი ცოდნით, რომლითაც ისინი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს საერთაშორისო, გლობალურ ბაზრებზე და იყვნენ წარმატებულები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის ძირითადი ფუნდამენტი საშუალო განათლებაა, ხოლო საშუალო განათლების ცენტრალური ნაწილი პედაგოგები არიან.

„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში. რაც შეეხება პროფესიული განათლების ნაწილს, აქ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფ შედეგებზე ავიღოთ ორიენტირი, რამეთუ უფრო სწრაფად შეიძლება იქ ინვესტირებული რესურსის შედეგის დანახვა. აქ ძირითადი ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების სისტემის მიერ გამოშვებული კადრების ერთმანეთთან თანხვედრა და ამ კუთხით მიღწეულია სერიოზული პროგრესი. უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება პირდაპირ იყოს დაერთებული საერთაშორისო და პირველ რიგში ევროპული უმაღლესი განათლების სისტემას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა