გიორგი გახარია - პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტიანი პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას

პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტიანი პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიას თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება.

„პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური პოლიცია, დამოუკიდებელი პროკურატურა, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხო გარემოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგომი, სოციალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, ჯარისკაცი, ეს არის ის სახელმწიფო ხერხემალი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის უსაფრთხოება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა