"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით 1000 სტუდენტი „საბას“ ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს

"საქართველოს ბანკი", როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისხმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

როგორც ბანკში აცხადებენ, სტუდენტების წახალისების მიზნით, "საქართველოს ბანკი" იმ 1000 სტუდენტს შეარჩევს, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ასრულებდა ტრანზაქციებს სტუდენტური ბარათით და მათ 31 დეკემბერს, საახალწლოდ, საჩუქრად „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკის 1-წლიანი გამოწერა გადაეცემათ.

"საქართველოს ბანკის" განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში, „საბას“ გამომწერები შეძლებენ შეუზღუდავი წვდომით ისარგებლონ 6000-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის და 450-მდე პროფესიული ლიტერატურის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან წიგნზე. მათ შორის, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებზე. აპლიკაციაში ე.წ. რიდერის ტექნოლოგია და მრავალი სხვა ფუნქციონალი სტუდენტებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. სტუდენტური ბარათის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ სტუდენტების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული შეთავაზებებით თუ პროექტებით, მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს. „საქართველოს ბანკისთვის" განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, „საბასთან“ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება, რათა მსურველებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და გზების პოვნას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იპოვოს მისი წარმატების გზა და ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა