სერგი კაპანაძე - მოლაპარაკებები ჩიხში შედის და არანაირი გამოსავალი არ ჩანს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებები ჩიხში შედის და არანაირი გამოსავალი არ ჩანს.

ამასთან, კაპანაძემ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, რადგან სიმართლე და პრინციპები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაფინასება.

„დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს „ქართული ოცნება“, რომ ის დაემუქრება ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების შეწყვეტით, ან რეგისტრაციის გაუქმებით და ამით გახდის მათ უფრო კონსტრუქციულს, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე, ესაა აბსოლუტურად მცდარი დამოკიდებულება. მსგავსი ინიციატივები არანაირად არ უწყობს ხელს, რომ ოპოზოციური პარტიები, როგორც მათ სურთ, უფრო კონსტრუქციულები იყვნენ მაგიდასთან, კონსტრუქციულობაში იგულისხმება, რომ დაეთანხმონ იმას, რაზეც „ქართული ოცნება“ მზადაა წავიდეს.

ამიტომ, ამ ტიპის ინიციატივებით, რეალურად ჩიხში შედის მოლაპარაკებები და არანაირი გამოსავალი არ ჩანს. შესაბამისად, გადადეს თუ რა ქნეს, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, კიდეც რომ გაგვიუქმონ დაფინასება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლოთ ბოლომდე.

ამრიგად, გაზაფხულზე განიხილავენ ამ ინიციატივას, საერთოდ გადადებენ თუ გააუქმებენ, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არ გვაღელვებს ეს ამბავი. კი, ფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გაგვიჭირდება საქმიანობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერი შეიცვლება, ჩვენთვის სიმართლე და პრინციპები ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დაფინასება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის