ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი გახარიას - რამდენად რეალისტურად გესახებათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება მოვახერხოთ

რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი და რამდენად რეალისტურად გესახებათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ, როგორც ერთ, ასევე მეორე მეზობელთან საზღვრების შეთანხმება მოვახერხოთ? - ასე მიმართა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას.

ნიკოლოს სამხარაძე ასევე აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც შეეხო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ჰკითხა, ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი.

„მე მაქვს თქვენთან 3 კითხვა: პირველი ეხება საზღვრების დელიმიტაციას. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტი იწყება დადგენილი საზღვრიდან. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ ჩვენს მეზობლებთან საზღვრები დაგვედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც, დაუდგენელი საზღვარი შეიძლება ყოველთვის იყოს გაუგებრობის წყარო. იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ერთი ქვეყნის საზღვარი შეთანხმების საკითხია და ამაზე ორი მხარე უნდა შეთანხმდეს. მაინტერესებს, რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი და რამდენად რეალისტურად გესახებათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის დროს, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ, როგორც ერთ, ასევე მეორე მეზობელთან საზღვრების შეთანხმება მოვახერხოთ?

რაც შეეხება მეორე კითხვას, ეს ეხება ასევე საკმაოდ მგრძნობიარე საკითხს, ეს არის ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. მე არ გთხოვთ იმ სახელმწიფოების ჩამოთვლას, რომლისგანაც შეიძლება ასეთი რისკი მომდინარეობდეს, მაგრამ თუ არის ამის რისკი საერთოდ და როგორ მუშაობთ ამ რისკების აღმოსაფხვრელად, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად, სარისკო ზონაში მყოფ ქვეყნებთან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს და არც საელჩოები გვაქვს იმ ქვეყნებში გახსნილი? რამდენად არის ასეთი რისკი და რას ვაკეთებთ მის აღმოსაფხვრელად? მესამე კითხვა- ჩემს მარცხნივ დარბაზში ოპოზიცია რომ ისხდეს, აუცილებლად დაგისვამდათ და ამიტომ მე წავეშველები, სანამ ისინი დარბაზში არ არიან და მე დაგისვამთ. აბაშიძე-კარასინის ფორმატს რა სარგებელი მოაქვს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი?“,-მიმართა სამხარაძემ გახარიას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს