ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.

როგორც მან ჟურნალისტებს მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დახმარებისთვის იქნება გამოყოფილი.

„პირველ რიგში, ესაა ანტიკრიზისული ბიუჯეტი, პანდემიასთან ბრძოლის და პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ბიუჯეტი. მთავარი ნიშან-თვისება ამ ბიუჯეტის არის ადამიანებზე ზრუნვა, სოციალური დახმარება. ასევე ჩვენ ყველა იმ ფინანსურ ვალდებულებას ვასრულებთ, რაც ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო აღებული, ესაა პენსიების ინდექსაცია, მასწავლებლების, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების ზრდა და ერთი მნიშვნელოვანი ბლოკია მცირე ბიზნესის დახმარება“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული ობიექტები გასხვისება არ იგეგმება.

„წელს, პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 2019 წელს მიღებულ თანხას გადააჭარბა",-აღნიშნა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო