დიმიტრი ხუნდაძე გიორგი გახარიას - საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა მცხეთის პრობლემის მოგვარებაში

საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა მცხეთის პრობლემის მოგვარებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისი თქმით, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ეს პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას.

„ჩემი საუბრის თემა ეხება ისევ და ისევ ძველ პრობლემას, რომელიც გარკვეულ უხერხულობას მიქმნის - მცხეთის მორატორიუმს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქალაქს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქალაქი 2015 წლის შემდეგ არის „დაბოქლომებული“. მთავრობის დღევანდელი არცერთი წარმომადგენელი არ იყო მაშინ ხელისუფლებაში. იმ პერიოდში ეს საკითხი იმდენად გაფუჭდა, რომ დღემდე მისი მოგვარება, მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა, ჭირს, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

ყველა ვცდილობთ ამას, მაგრამ მცდელობას ექნება ფასი მაშინ, როცა ეს საკითხი იქნება ამოწურული და მოგვარებული. ქალაქი ვერ ვითარდება, მცხოვრებლების საკუთრების უფლება დარღვეულია, ქონება გაუფასურებულია პერსპექტივის არქონის გამო, საბანკო ურთიერთობებში მოქალაქეები ვერ შედიან (ეს კიდევ უფრო მძიმდება პანდემიის ფონზე), სოციალური პრობლემები ყოველდღიურად უფასურდება. მინდა გთხოვოთ, რომ ეს პრობლემა გავითავისოთ. ალბათ, საჭირო იქნება თქვენთვის ჩვეული მკაცრი გადამწყვეტი პოზიციის დაფიქსირება, თქვენი ჩართულობა და არა მხოლოდ თქვენი, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამისთვის“, - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა