ქეთი დუმბაძე გიორგი გახარიას - ევროკავშირისკენ საქართველოს სავალ გზაზე, რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას? - რას გვეტყვით კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის გადაწყვეტილების შესახებ?

ევროკავშირისკენ საქართველოს სავალ გზაზე, რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას? -ამ შეკითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ქეთი დუმბაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

ქეთი დოლიძე დაინტერესდა, როგორ აისახება 2021 წლის კრიზისულ გეგმაში და ქვეყნის ბიუჯეტში პანდემიის შედეგად დაზარალებულ კულტურის მოღვაწეთა პრობლემები და საჭიროებები.

„2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამას ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“, რომელიც 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე განაცხადით უნდა დაგვირგვინდეს. შესაბამისად, ჩვენი კითხვა ასეთია: ევროკავშირისკენ საქართველოს სავალ გზაზე, რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას?

მოგეხსენებათ, უდიდესი ზარალი მიადგა სახელოვნებო სფეროს ყველა შტოს მწერლობას, სახვით ხელოვნებას, თეატრს, კინოს, საშემსრულებლო სექტორს, განსაკუთრებული დარტყმა მიიღო საგამომცემლო ინდუსტრიამ, სახელოვნებო განათლებამ. აღნიშნულია გათვალისწინებით, როგორ აისახება 2021 წლის კრიზისულ გეგმაში და ქვეყნის ბიუჯეტში პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველაზე მოწყვლადი სფეროს, კულტურის და შესაბამისად, კულტურის მოღვაწეთა პრობლემები და საჭიროებები?“,-მიმართა ქეთი დოლიძემ გიორგი გახარიას.

მან ასევე კითხვა დასვა კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გასვლის შესახებ. როგორც ქეთი დუმბაძემ განაცხადა, „აღნიშნულ საკითხზე პასუხს ელიან არა მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არამედ საზოგადოებაც“.

„რას გვეტყვით კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის გადაწყვეტილების შესახებ“,- მიმართა ქეთი დოლიძემ გიორგი გახარიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა