სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში პირველი სტაჟიორ-გამომძიებლები დაინიშნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 4-ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 5 სტაჟიორ-გამომძიებელი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შერჩეული კანდიდატები ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოში გაივლიან.

ახალდ დანიშნულ სტაჟიორ-გამომძიებლებთან პირველი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ გამართა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გამეზარდაშვილი და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სტაჟირება ახალი, ძლიერი და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებელთა პროგრამა საქმიანობის პირველივე წლიდან დავნერგეთ. მოხარულნი ვართ, რომ დღეიდან ჩვენს გუნდს ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანები შემოუერთდით, რომელთა ხედვა და მონდომება სამსახურს კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს. 1 წლის განმავლობაში, თქვენ აღჭურვილნი იქნებით გამომძიებლის უფლებამოსილებით, რაც ერთი მხრივ გაძლევთ უდიდეს შესაძლებლობას და მეორე მხრივ, გაკისრებთ უდიდეს პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დავამკვიდრებთ სტაჟირების კარგ პრაქტიკას, რომელიც მომავალი სტაჟიორებისთვის იქნება წარმატებული მაგალითი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მათივე ცნობით, სტაჟირების ამოქმედების პარალელურად, ახალი კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მენტორობის პროგრამა დაინერგა.

პროგრამის ფარგლებში ახალდ დანიშნულ სტაჟიორ-გამომძიებლებს მხარდაჭერას სამსახურის გამოცდილი გამომძიებლები გაუწევენ, რომლებიც მათ პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების გამომუშავებასა და გამოძიების პროცესში წარმოშობილ პრაქტიკულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარებიან.

„მენტორების პროგრამა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით შემუშავდა.

სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოცხადდა. კონკურსზე 245 მსურველის განაცხადი შემოვიდა. 4-ეტაპიანი კონკურსის შედეგად, კანდიდატები მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე შეირჩნენ. საკონკურსო კომისიაში მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

სტაჟიორ-გამომძიებლები საწყის ეტაპზე სპეციალური მოსამზადებელი კურსს გაივლიან. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია იმ პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზე, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული გამოწვევების დაძლევასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო