ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გუნდს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეუერთდება

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარების გუნდს ახალი წლიდან სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (თადარიგში) ვახტანგ კაპანაძე შეუერთდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორამციით, საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობს ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ ფართო სპექტრის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო –პოლიტიკურ სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებში.

„გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაჯილდოებულია 15 ორდენით, მედლითა და საპატიო ნიშნით, მათ შორის, “ღირსების ორდენით”, “ვახტანგ გორგასლის” მე-3 ხარისხის ორდენით, მედლით “საბრძოლო ჭრილობისთვის”, აშშ -ს ეროვნული გვარდიის საპატიო ორდენით, გერმანიის შეიარაღებული ძალების “ოქროს ჯვრით”, უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემიის ოქროს მედლით, დანიის ტერიტორიული გვარდიის საპატიო მედლით. ვახტანგ კაპანაძე სხვა დამსახურებებთან ერთად არის აშშ -ს სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის “ღირსების დარბაზის” წევრი, უკრაინის სახმელეთო ძალების სამხედრო აკადემიის საპატიო დოქტორი.

ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისში“ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამოწვევებისა და რისკების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამხედრო ასპექტების, ქვეყნის შეირაღებული ძალების კოალიციური ოპერაციების, ჰიბრიდული ომის, როგორც ახალი რეალობის, შავი ზღვის რეგიონის კონფლიქტების სამხედრო პოლიტიკური ანალიზის, ქვეყნის თავდაცვის მშენებლობის ასპექტებისა და გამოწვევების ექსპერტული შეფასებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით“,-აღნიშნულია ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს