გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, აგვისტოს ომზე ჰააგაში გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, ვიდრე პროკურორის ოფისი ჩათვლის, რომ არსებობს საკმარისი და მყარი მტკიცებულებები საქმის სასამართლოში წასაღებად

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის პროკურორის ოფისში წარმოებული გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, როცა თავად პროკურორის ოფისი ჩათვლის, რომ არსებობს საკმარისი და მყარი მტკიცებულებები საქმის სასამართლოში წასაღებად.

როგორც ლორთქიფანიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ქართველების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.

“გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო, როცა პროკურორის ოფისს სასამართლომ ამისთვის ნებართვა მისცა. ჩვენ იმ მომენტში ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, რადგან სასამართლომ სამი მნიშვნელოვანი მომენტი აღნიშნა: პირველი, 2008 წელს იყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. მეორე, რუსეთი აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს. მესამე, ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ახლა, როდესაც ჩვენ პროკურორის ოფისთან ვთანამშრომლობთ, როგორც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მტკიცებულებათა ერთ და იგივე ბაზას ვეყრდნობით. ეს არის 2013 წლიდან მოპოვებული და წარმოდგენილი 700-მდე მტკიცებულება, რომელიც მოიცავს აუდიო ფაილებს, განაღმვის მასალებს, სეისმური სადგურის ჩანაწერებს, უამრავ ფოტომასალას და ასევე რაკეტა “ისკანდერის“ ფრაგმენტებს. სწორედ ეს აძლევს შინაარს ჩვენს თანამშრომლობას პროკურორის ოფისთან, რათა ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ქართველების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა პარლამენტში გოჩა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ნდობის მისაღებად მისულ მინისტრთა კაბინეტს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა