გიორგი გახარია საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე - ძირითადი ამოსავალი იქნება სწორი ბალანსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის

ძირითადი ამოსავალი იქნება სწორი ბალანსი პირველ რიგში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 და 2022 წელი ამ მიმართულებით აქტიური იქნება.

„ყველა ნორმალური ქვეყნისთვის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. რა თქმა უნდა, გონივრულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის და დარჩება ამ 4 წლის განმავლობაშიც. მაგრამ ძირითადი ამოსავალი აქ იქნება სწორი ბალანსი პირველ რიგში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებული კომისია, რომელიც ფარავს ამ საკითხებს, უაღესად აქტუალური იქნება და გახდება შემდგომი წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურად არის დაწყებული და 2021 წელი, ალბათ 2022 -იც იქნება ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით. ჩვენ თუ გვინდა მინიმუმამდე დავიყვანოთ რეგიონში რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულ ახალი და ახალი მოთამაშეები ჩნდებიან ჩვენს რეგიონში, საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია არის ერთ-ერთი საკითხი პოტენციურად დიდი რისკის შემცველი, ამიტომ ყველა ნორმალური მოთამაშე რეგიონში, მშვიდობისმოყვარე მოთამაშე დაინტერესებულია იმაში, რომ ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდეს, რა თქმა უნდა ეს არის პიველ რიგში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,“- განაცხადა გახარიამ.

ცნობისათვის, აღნიშნული საკითხით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე დაინტერესდა. მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, რამდენად პრიორიტეტულია მისთვის და მისი მთავრობისთვის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი და რამდენად რეალისტურად ესახება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველომ როგორც ერთ, ასევე მეორე მეზობელთან საზღვრების შეთანხმება მოახერხოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა