რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები დააჯილდოვა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტსმენების, სპორტის მუშაკების და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა მარინა შენგელიამ და ირმა კეკელიძემ, განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა გადასცეს.

სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად მურთაზ ვეკუა, ნუგზარ ბოჯგუა, გერასიმე ესებუა, დავით ზარქუა, ზურაბ შენგელია, დავით თაქთაქიშვილი, ბენო ადამია, ლუკა კაჭარავა, მარიამ შხვაცაბაია და სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი დასახელდნენ.

„ღონისძიების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წახალისების მიზნით, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო