გოჩა ლორთქიფანიძე - ვიდრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გავხდები, გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან

სანამ მე მოსამართლე გავხდები, მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

„პრემიერობის კანდიდატს გადავუხდი მადლობას ორმაგი მხარდაჭერისთვის. ერთი ის, რომ მისი მხარდაჭერით ვსარგებლობდი საარჩევნო კამპანიის დროს. მეორე ის, რომ მან წარმადგინა ამ მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად. რაც შეეხება ჰააგაში პროცესს, ამ მომენტისთვის, მე ვარ არჩეული მოსამართლე. არჩეულ მოსამართლესა და მოსამართლეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლე გავხდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, იმ ვადაზე, რა ვადაშიც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას, შემდეგ ორგანიზაციული საკითხებია - სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხებით როდის ჩანიშნავს სასამართლო ამ პროცესს, შემდეგ უკვე მომიწევს გამგზავრება, რა თქმა უნდა, სანამ მე მოსამართლე გავხდები მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა და ის ჰააგის მოსამართლე 9 წლის ვადით იქნება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს