ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ გაიხსნა

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა უამრავი ცვლილება, მათ შორის სარემონტო პროცესების შეჩერება ან გაჭიანურება გამოიწვია. თუმცა, ამიერკავკასიაში უდიდეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსს“ თავისი მომხმარებელი, იდეალურად გამართული ონლაინ მაღაზიის წყალობით, სასურველი პროდუქციის გარეშე არ დაუტოვებია.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 24 დეკემბრიდან, გარკვეული წესების დაცვით, სავაჭრო მოლები იხსნება, „მიჰაუსი“ სრულ მზადყოფნაში დახვდა და 24 დეკემბრიდან გახსნილია, მომხმარებლებს უწინდებურად, ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.

ნებისმიერი რეგულაციების შემთხვევაში (ცნობისთვის, ეს უზარმაზარი ჰიპერმარკეტი სწორედ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ივლისში გაიხსნა), სადეზინფექციო პროცედურები ინტენსიურად ტარდება, მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

„მიჰაუსის“ სამუშაო საათები დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე გასტანს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულიაციებით დახურულ სივრცეებში 20 კვ/მ ფართობზე მხოლოდ 1 მომხმარებელი დაიშვება, „მიჰაუსში“, რომლის ფართობიც 12 000 კვადრატული მეტრია, მომხმარებლები პრაქტიკულად შეუფერხებლად შევლენ.

მიჰაუსის შესახებ „მიჰაუსი“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომლის სექციებიც ზონალურადაა დაყოფილი და მთლიანობაში 12 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

„მიჰაუსში“ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000–მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.

ჰიპერმარკეტში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ონლაინ შერჩევისა და შეძენის სისტემაც, სადაც მომხმარებლები Live რეჟიმში, ონლაინ ესაუბრებიან კონსულტანტს და არჩევენ სასურველ პროდუქციას. შერჩევის შემდეგ მომხმარებელი შეკვეთას „მიჰაუსის“ საიტზე განათავსებს, ხოლო შენაძენს კურიერი მითითებულ მისამართზე მიაწვდის.

აღნიშნულ ინფორმაციას ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა