გიორგი გახარია შეზღუდვებზე - ოქროს შუალედის დაჭერას ვცდილობთ, რათა არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მინიმალური ზიანი მივაყენოთ

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების სიმკაცრეზე, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ ამ ბალანსის - ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისივე თქმით, როგორც კი პანდემიის პრობლემა მსოფლიოში მოგვარდება, მაშინ გამოჩნდება, საბოლოო ჯამში, პანდემიას, რომელი ქვეყანა გაუმკლავდა უფრო ეფექტურად.

"ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეაფასებს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებას პანდემიასთან ბრძოლაში, მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით. იმიტომ, რომ , როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება წამოვა ეკონომიკური კრიზისი. საბოლოო ჯამში წარმატებული ქვეყანა იქნება ის ქვეყანა, რომელმაც პანდემია ეპიდემიოლოგიურად სწორად მართა და ეკონომიკასაც მიაყენა მინიმალური ზიანი, რაც გამოჩნდება პოსტკოვიდური ეკონომიკური გლობალური კონკურენციის პირობებში და ჩვენ აქ, რაც უნდა გავაკეთოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ უნდა გაგვექცეს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანას აქვს შეზღუდული ეკონომიკური და ფინანსური რესურსი და მთავრობის მიზანია, რომ ეს ფინანსური რესურსი იყოს თანაბრად და ეფექტურად გადანაწილებული.

„ბიუჯეტზე საუბარი, რომ იქნება ბევრი მაჟორიტარი მოითხოვს გზას, ზოგი კულტურის სახლის აშენებას, როგორც ახლა სპორტსმენებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის იდეა არსებობდა - ამას ყველაფერს თავისი ეკონომიკური ფასი აქვს და ეს ეკონომიკური ფასი პირდაპირ ითარგმნება იმაში, ქვეყანა პოსტკოვიდურ ეპოქაში ეკონომიკურად და ფინანსურად რა ფორმაში იქნება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი სოციალური მიზნობრივი დახმარების ღონისძიებები, ბევრად მეტი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა რა არის? ქვეყანას აქვს შეზღუდული ეკონომიკური და ფინანსური რესურსი და ეს ფინანსური რესურსი იყოს თანაბრად და ეფექტურად გადანაწილებული, მიზნობრივად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება. იმიტომ, რომ როდესაც ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება იქ თითოეულ ლარს ექნება თავისი მნიშვნელობა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ინვესტორების მოზიდვაზე, საერთოდ არ იქნება საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საინტერესო ჩვენ თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაგვექცა. ვალის მაჩვენებელი, დეფიციტის მაჩვენებელი - ეს ყველაფერი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და როდესაც ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად ჩვენი რეგიონის ინტერესი დავიცვათ ქვეყნის ინტერესიც არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ფისკალური პოლიტიკის ნაწილში გამკაცრებები მოგვიწევს. მესმის, რომ კარგია ბევრი შეღავათი, მაგრამ იქ სადაც ეს ფინანსური შეღავათები ეკონომიკურ ეფექტს არ გვაძლევენ უნდა გვეყოს სითამამე და ვთქვათ, რომ არა. ეს ეფექტურობა იმდენად დაბალია, რომ ამის გაგრძელებას დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში აზრი არ აქვს. შესაძლოა ერთი წლის წინ აზრი ჰქონოდა. რაც შეეხება გლობალურად დანარჩენს ქვეყნის პოსტკოვიდურ ეკონომიკურ აღდგენის ნაწილში საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და ვფიქრობ, რომ ერთ თვეში საკანონმდებლო დონეზე ინიციატივები გვექნება, რომ ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე