ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა ზოგადეროვნული, დემოკრატიული პრინციპების და ევროატლანტიკური ერთიანობის ღალატია

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში აღიარებულია როგორც ლიდერი რეფორმატორი სახელმწიფო, მოსწონთ ეს ჩვენს ოპონენტებს თუ არა,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინსტიტუტებზე აზიანებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროატლანტიკურ ღირებულებებს.

მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების მაგალითს, ჩვენი ოპონენტების დესტრუქციული ქმედება კი რეგიონში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალების ინტერესებს ემსახურება.

,,საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში აღიარებულია როგორც ლიდერი რეფორმატორი სახელმწიფო, მოსწონთ ეს ჩვენს ოპონენტებს თუ არა. სამწუხაროდ მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინსტიტუტებზე - პრეზიდენტზე, ჯარზე , პოლიციაზე, სასამართლოზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და ახლა უკვე პარლამენტზე აზიანებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროატლანტიკურ ღირებულებებს. რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების მაგალითს, ჩვენი ოპონენტების დესტრუქციული ქმედება კი რეგიონში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალების ინტერესებს ემსახურება. ხელოვნური კრიზისების შექმნით, დემოკრატიულ სისტემასთან ბრძოლა აფერხებს საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევას და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების პროცესს, რადგან ისმის ლეგიტიმური კითხვა - როგორ შეიძლება ჩვენ ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს თანაცხოვრებაზე, როდესაც თავად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვახერხებთ საუბარს უცხოელი მედიატორების გარეშე. ამიტომ, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა უბრალოდ ადგილობრივი შანტაჟი კი არ არის, არამედ არის ზოგადეროვნული, დემოკრატიული პრინციპების და ევროატლანტიკური ერთიანობის ღალატი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა