გიორგი გახარია - ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას - წყალში გვიყრის მილიონებს, რომელსაც რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ

ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან აქ საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი დაწყებული მევენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით.

„სხვაგვარად ჩვენი ყველა ამბიცია, გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, იქნება უდიდესი რისკის შემცველი ამავდროულად. ამიტომ, ხარისხის კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ვერანაირი მილიონები, რომელსაც ჩვენ დღეს მარკეტინგში ვდებთ იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა გავზარდოთ, ვერ გვიშველის, თუ ხარისხის კონტროლის უმაღლესი სტანდარტები არ დავაწესეთ ქვეყანაში. ეს უნდა გააცნობიერონ როგორც სამინისტრომ, ისე ღვინის თითოეულმა მწარმოებელმა, რომელთაგან ზოგიერთი, სამწუხაროდ, მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და წყალში გვიყრის იმ მილიონებს, რომელსაც ამ რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ. ბატონ ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან საუბარი არ არის ეკონომიკის ერთ კონკრეტულ დარგზე, საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია