თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა „ბასლაინებში“დაშვებულია

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში.

როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.

„კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიერ შემუშავებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან, მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“ , - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა