გიორგი გახარია მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით - მთავრობა არ მოერიდება კანონის ფარგლებში იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს

მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით მთავრობა არ მოერიდება და კანონის ფარგლებში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მისი თქმით, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს, გარკვეული წესის ცვლილებით შესაძლებელია სწრაფი შედეგის მიღება.

„საკონტროლებლად რთულია ეს პრობლემა, მაგრამ დღეს ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე, წამლის სააგენტოში, რომელიც წამლის ბრუნვას აკონტროლებს იქაც გარკვეული წესის ცვლილებით, სწრაფი შედეგის მიღება შეგვიძლია. ეს არ იქნება ყოვლის მომცველი, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც სწრაფად შეიძლება გარკვეული შეღავათიანი ეფექტის შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა დარჩება ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე არაფერი არ გამოვა და ეს ცოტა სხვა მიმართულებაა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა, სადღაც უფრო მეტად, სადღაც უფრო ნაკლებად და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ გპირდებით, რომ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს მეც და ქალბატონი მინისტრიც გამოვიყენებთ სრულად, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. ფაქტობრივად, ჩვენ გუშინაც და დღესაც ეს დაპირება გავეცით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა