ირაკლი კოვზანაძე - მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკის აღმავალ ტრენდზე დაბრუნება და თანამოქალაქეების სოციალური დაცვა, მთავრობის ძირითადი საზრუნავი იქნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობის ძირითადი საზრუნავი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკის აღმავალ ტრენდზე დაბრუნება და ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური დაცვა იქნება. ამის შესახებ კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავენ.

"ჩვენ გვჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდა, საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბება და ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი საგადასახადო წნეხის შენარჩუნება",- განაცხადა კოვზანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს