მაია ცქიტიშვილი ბიზნესს წესების დაცვისკენ, მოქალაქეებს კი, სავაჭრო ცენტრებში შოპინგისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ვხედავთ, რომ არის აქტიური ინტერესი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ სავაჭრო ცენტრებში იშოპინგონ“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად გააგრძელონ წესების დაცვის უზრუნველყოფა.

„დილიდან პარლამენტში ვართ და არ გვქონდა საშუალება ინტენსიურად მენახა, თუ რა ხდება სავაჭრო ცენტრებში. ზოგადად, სოციალურ მედიაში სურათებიდან ვნახე, რომ საკმაოდ კარგად ხდება ჯერჯერობით იმ წესების დაცვა, რომელიც გათვალისწინებული იყო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვხედავთ, არის აქტიური ინტერესი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ სავაჭრო ცენტრებში იშოპინგონ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ბიზნესს, რომ ძალიან მკაცრად გააგრძელოს წესების დაცვა. მოვუწოდებ ასევე მოქალაქეებს, თუ არ აქვთ განსაკუთრებული საჭიროება წინასაახალწლო დღეებში გავიდნენ სავაჭრო ცენტრებში, რა თქმა უნდა, სჯობს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი ადგილებისგან“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო