ირაკლი ქადაგიშვილი - ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ რევოლუციური და დესტრუქციული მოწოდებებისკენ არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა, ეს მათ საზოგადოებრივ სიმწიფეზე მიუთითებს"

საქართველო, როგორც განვითარებადი დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყანა მუდმივად გარკვეული გამოწვევების გადალახვის პროცესშია , - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ნათელი პასუხი გასცა არჩევნების შემდგომ პერიოდს. როგორც ქადაგიძე დასძენს მოსახლეობამ რევოლუციური, დესტრუქციული მოთხოვნებებისკენ და მოწოდებებისკენ არანაირი ინეტერესი არ გამოიჩინა.

„ჩემს გამოსვლაში ძირითად აქცენტს პოლიტიკურ საკითხებზე გავამახვილებ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გარკვეულ რეალობას ვუყურებთ, რომელიც ამ დარბაზში ძალიან ნათლად არის ასახული. ეს რეალობა გამოწვეულია ბევრი ფაქტორით და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ფაქტორია საქართველო, როგორც განვითარებადი დემოკრატიის გზაზე მყოფი ქვეყანა მუდმივად გარკვეული გამოწვევების გადალახვის პროცესშია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ. გადავლახავთ ისე, რომ ალბათ, დარბაზის ის ნაწილი, რომელიც დღეს ცარიელია შეივსება. შეივსება იმ პასუხისმგებლობის გრძნობით რა პასუხისმგებლობის გრძნობითაც ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფს, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა.

ეს არჩევანი დღეს ამ პარლამენტის კედლებში ჩვენი სატარებელია და მთავრობა, რომელსაც ჩვენ ნდობას გამოვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ამ ნდობის გამართლების ავანგარდში დგას. დღეს მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არა ვართ 90 ადამიანი გუნდის ერთი წევრი და 12 ადამიანი გუნდის მეორე წევრი. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, ერთიანი ჯგუფი, რომელმაც ამ გამოწვევების დაძლევა უნდა შევძლოთ. საქართველოს მოსახლეობამ ნათელი პასუხი გასცა არჩევნების შემდგომ პერიოდს. მათ რევოლუციური, დესტრუქციული მოთხოვნებებისკენ და მოწოდებებისკენ არანაირი ინეტერესი გამოიჩინეს. ესეც ჩვენი საზოგადოების სიმწიფეზე მიუთითებს. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 10 თვეში ახალი არჩევნები მოდის და ეს იქნება არა მარტო ამ მთავრობის, არამედ მთლიანად ჩვენი ხელისუფლებისათვის საარჩევნო ბიულეტინით კიდევ ერთხელ, საქართველო მოქალაქეების მხრიდან, ნდობის გამოცხადების დრო და პოლიტიკური აქტი.

საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს ყველაფრის საშუალებას, რომ როგორც ერთიანმა გუნდმა ეფექტურად ვიმუშაოთ, რათა ყველა ის ამოცანა და გამოწვევა, რომლებიც ასე ნათლად არის ასახული ჩვენი ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმაში, მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო