ირაკლი ჩიქოვანი - არ მჯერა ე.წ. მედასავლეთეების, რომლებიც აშშ-ს ერთი ადმინისტრაციის გინების ფონზე და მეორეს მოლოდინში, ფსევდომოლოდინების დამკვიდრებას ცდილობენ

არ მჯერა იმ ე.წ. მედასავლეთეების, რომლებიც აშშ-ს ერთი ადმინისტრაციის გინების ფონზე, მეორე ადმინისტრაციის მოლოდინში, ფსევდომოლოდინების დამკვიდრებას ცდილობენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მან თქვა ისიც, რომ არ სჯერა ადამიანების, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ პერსპექტივას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების გინებაზე ამყარებენ.

“საქართველოს აშშ-სთან სრატეგიული პარტნიორობა აქვს. ეს განპირობებული არ არის რომელიმე ადმინისტრაციით. ეს განპირობებულია ამერიკელი ხალხისა და ქართველი ხალხის მეგობრობით, საერთო კულტურული და მსოფლმხედველობითი მიზნებით, რაც დამყარებულია თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო