გიორგი გახარია სპორტის დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნაზე - თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, იდეალური ვარიანტია, განვიხილავთ!

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ფედერაციებს თავიანთი სფეროს რეგულირების საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომია აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება - იდეალური ვარიანტია. ამის შესახებ გახარიამ სპორტის დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სპორტის დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნის საკითხის განხილვა მოხდეს.

"რეალურად, ჩემთვის ეს სიურპრიზია. ეს საკითხი განხილვაში არ ყოფილა, რომ ასეთი ორგანიზაციული ფორმა მოგვეძებნა. განვიხილავთ, დრო გვაქვს, პრობლემა არაა, უბრალოდ, შინაარსობრივად, კულტურა და სპორტი ცოტა სხვადასხვაა. მე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. სამწუხაროდ, რამდენიმე ფედერაციასთან, არჩევნების კონტექსტში, მომიწია ცოტა ახლოს მუშაობა და ყველა ეს ფედერაცია, საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომიით სარგებლობს, მაღალი ხარისხის ავტონომიის შეგრძნებაც აქვთ და შესაბამისად, თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით, რომ სახელმწიფო პირდაპირ ამ ფედერაციებს აფინანსებს, ფედერაციებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომია თავიანთი სფეროს რეგულირების. ამ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ესაა იდეალური ვარიანტი, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, მიზნების მისაღწევად, მცირე მთავრობის პრინციპი, სწრაფი, ეფექტური მთავრობის უნდა შევინარჩუნოთ.

ეს თუ მისაღებია, დავსხდებით განათლების სამინისტროსთან. თქვენ სწორი ხართ იმაშიც, რომ განათლების სამინისტრო უფრო სწორი ადგილია ამისთვის. მასობრივ სპორტზე ვსაუბრობთ ხომ, ამოცანა ნომერი ერთი არის მასობრივი სპორტი, მაღალი მაჩვენებლების სპორტი, ეს უფრო ფედერაციების საკითხია, იქ, ავტონომიურად იმართებიან, ავტონომიური დაფინანსება, თავისუფლების მაღალი ხარისხი აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მასობრივი სპორტი. მასობრივი სპორტი პირდაპირაა მიბმული სკოლასთან და განათლებასთან. სწორი ადგილია და მე ვფიქრობ, რომ აქ, ჩვენ, დისკუსიაში, რაღაც გამოსავალიც მოულოდნელად ვიპოვეთ", - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა