პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა

მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

გიორგი გახარიასა და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს 85 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრების მონაწილეობით წარიმართა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაამტკიცეს:

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს