მამუკა მდინარაძე - განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პოლიტიკური  შტამი, “ევროპული საქართველოს“ სახელით, თუმცა მგონია, რომ ამის შეკავებასაც შევძლებთ

გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა - ეს არის პოლიტიკური ვირუსი “ნაცმოძრაობის“ სახით, რომლის სხვადასხვა შტამი პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიას აზიანებს, - ეს განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

“ჩვენს შემთხვევაში, მიმდინარე პერიოდში, განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა პოლიტიკური შტამი - “ევროპული საქართველოს“ სახელით, რომელიც ოპოზიციაში სწრაფად გავრცელებას ცდილობს, თუმცა გვგონია, რომ ამის შეკავებასაც ადვილად შევძლებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ სიტყვით გამოსვლა კი იმით დაიწყო, რომ კარგი იქნებოდა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, “მიუხედავად მათი არასწორი რაკურსით გამოთქმული კრიტიკისა“.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის როლი არის განსაკუთრებული ქვეყნის განვითარებაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა