გია ვოლსკი - ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფოს სამსახურში საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და მომავალშიც ძალიან დიდი იქნება, მისი და შს სამინისტროს როლი

ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფოს სამსახურში საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და მომავალშიც ძალიან დიდი იქნება, მისი და შს სამინისტროს როლი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა.

მისი შეფასებით, სტრუქტურის როლი მომავალშიც ძალიან დიდი იქნება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაც შევაფასოთ და ვიყოთ ობიექტურები. არა მარტო პატივისცემა, მათი მაღალი პროფესიონალური დონის შეფასებაც მოვახდინოთ თითოეული პოლიციელის, რიგითიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული და თუ დღეს ჩვენ ბატონ ვახტანგს ვულოცავთ დაბადების დღეს, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ის ჩვენი მეგობარია, დიდი ხანია ერთად ვართ და ვიცნობთ, ურთიერთობა გვაქვს თბილი და ახლო. ეს იმიტომ, რომ მან სახელმწიფოს სამსახურში საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და მომავალშიც ძალიან დიდი იქნება, ამ სამინისტროს და ამ სტრუქტურის როლი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს