გიორგი გახარია - დიალოგი პერსპექტივა კი არა ჩვენი ვალდებულებაა - დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანამ უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში

დიალოგი პერსპექტივა კი არა ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ დაგვაკისრა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა იმას, რომ პოლიტიკა პარლამენტში კეთდებოდეს და არა ქუჩაში.

"დიალოგი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ. ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის პრობლემა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და დიალოგის ჩაშლისკენ იქნება ორიენტირებული იმიტომ, რომ რაღაც გამოწვევებს ვერ გავუძლებთ, ეს ფუჭი იმედებია. ყველამ ნება უნდა იბოძოს და პასუხისმგებლობა აიღოს. როდესაც წარმოუდგენელ სცენარებზე საუბრობენ და იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი სცენარები მათ რაღაც რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს, ამას ტყუილად ელოდებიან. საქართველოს 2-მა მილიონმა მოქალაქემ ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში და ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე", -აღნიშნა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს