პრემიერი - ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამთ და ვუსმენთ - კიდევ რა გავაკეთოთ?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი გუნდი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების კრიტიკას ჯანსაღად აღიქვამს და ყოველთვის უსმენს. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე, გარკვეული სახის შეკითხვები არსებობდა, ამიტომ მმართველმა გუნდმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.

"ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამთ და ვუსმენთ. რაშია სხვაობა?! როდესაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნებში ხარვეზები იყო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუსმინეთ და ისეთი რადიკალური ნაბიჯები მივიღეთ საარჩევნო რეფორმის გასატარებლად, რომ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აღიარა, რომ რეფორმების ის ნუსხა, რომელიც ოპოზიციასთან შევათანხმეთ, არის: საჭირო, აუცილებელი და რადიკალურად განავითარებს საარჩევნო სისტემას. მეორე - იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რასაც თქვენ ამბობთ და მკაცრად აფასებთ, როგორც კი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დავსხედით და ვნახეთ, რომ შეკითხვები იყო, ავდექით და ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ. კიდევ რა გავაკეთოთ?! და კიდევ, ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რასაც მოგვიწოდებენ იმას ვაკეთებთ", - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო